Friday, July 18, 2008

Dorotea Lange



დორეტა ლანჯი (1895, 25 მაისი – 1965, 11 ოქტომბერი)
გავლენიანი ამერიკელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტია იგი ცნობილია თავისი `დიდი დეპრესიის~ დროინდელი ნამუშევრებით. ლანჟის ფოტოებში ასახულია დიდი დეპრესიის შედეგები. ამ ფოტოებმა დიდი გავლენა მოახდინა დოკუმენტური ფოტოგრაფიის განვითარებაზე. დ. ლანჯი ჰობოკენში, ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა, მისი ნამდვილი სახელი დორეტა მარგარეტ ნიუზჰორნი იყო, მაგრამ მან დედის ქალიშვილობის გვარი – ლანჟი მიიღო. 1902 წელს, 7 წლისას პოლიომელიტი დაემართა და მარჯვენა ფეხი მოუდუნდა და დაუუძლურდა.დორეტ ლანჟი ფოტოგრაფიას კლარენს უაიტის კლასში სწავლობდა და სტაჟიორად მუშაობდა ნიუ-იორკის რამდენიმე ფოტოსტუდიაშიც. აქედან ერთ-ერთი იყო არნოლდ გენტის ცნობილი სტუდია. 1918 წელს ლანჟი სან-ფრანცისკოში გადავიდა და იქ საკუთარი ფოტოსტუდია გახსნა. 1920 წელს ლანჟი ცოლად გაჰყვა მხატვარ მაინარდ დიქსონს, რომელთანაც ორი შვილი _ დანიელი და ჯონი შეეძინა.დიდი დეპრესიის დასაწყისში, ლანჟმა თავისი ობიექტივი სტუდიიდან ქუჩისკენ მიაბრუნა. იგი გულმოდგინედ გაეცნო მიუსაფარებსა და უმუშევრებს. 1935 წლის დეკემბერში ის დიქსონს გაეყარა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორ პოლ ტეილორს გაჰყვა ცოლად. ტეილორმა ლანჟი სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში გაანათლა და მათ ერთად აღწერეს სოფლის სიღარიბე, მოიჯარეების და ემიგრანტი მუშების ექსპლუატაცია. მომდევნო 5 წელს ტეილორი ინტერვიუებს იღებდა და მასალებს აგროვებდა, ლანჟი კი ფოტოებს იღებდა. 1935-1939 წლებში, ლანჟის ნამუშევრებმა საყოველთაო სამსჯავროზე გამოიტანეს ღარიბ-ღატაკი ადამიანების, განსაკუთრებით მოიჯარეების, გასაჭირი. ეს ფოტოები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა და და მთელი აშშ-ს მასშტაბით ვრცელდებოდა. მისი აქტუალური ნამუშევრები ეპოქის სიმბოლოდ იქცა.1941 წელს თავისი ფოტონამუშევრებისათვის ლანჯი გუგენჰაიმის პრემიით დაჯილდოვდა. პერლ-ჰარბორის შეტაკების შემდეგ მან თავი გაანება პრესტიჟულ დაჯილდოებებს, იმისათვის, რომ აღებეჭდა ამერიკელი იაპონელების გადაყვანა ამერიკის დასავლეთში, გამანაწილებელ ბანაკებში. ბევრი ფოტო ცენზურამ აკრძალა. დღეს მისი ფოტოები ამერიკის ნაციონალურ არქივებსა და უნივერსიტეტებშია დაცული.1952 წელს ლანჟმა დააარსა ფოტოჟურნალი `Aპერტურე~. ცხოვრების ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ლანჯს ჯანმრთელობა გაუუარესდა _ კუჭი და პოლიომელიტის სინდრომი აწუხებდა. 1965 წელს 70 წლის დ. ლანჟი კიბოთი გარდაიცვალა.
1972 წელს Whitney -ს მუზეუმში მოეწყო ფოტოგამოფენა Executive Order 9066, სადაც ლანჟის 27 ფოტონამუშევარი იყო გამოფენილი.
































Tuesday, November 20, 2007

Magnum in Georgia

სალამი,
როგორც იქნა მოვერიე ჩემ სიზარმაცეს და გთავაზობთ ახალ თემას.
"მაგნუმი საქართველოში"
ფოტოები საქართველოს სხვადასხვა ეპოქიდან, სხვადასხვა ხალხზე და ადგილებზე. ზოგი ცნობილი, ზოგიც უცნობი, მაგრამ ყველა ძალიან საინტერესო. თან ფოტოებს კომენტარებს მივუწერ, რომ უფრო საინტერესო დასათვალიერებელი იყოს.


ანრი კარტიე ბრესონი. 1972 წელი.


ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო საქართველოს თემაზე. კახეთი, ალავერდი.


სოციალისტური შრომის გმირი თამარ ყუფუნია. ეს ისე, ხუმრობით : )


რუსთავის მიმდებარე ტერიტორია. წინა კვირას ვიყავი რუსთავში. დაახლოვებით იმ ადგილზე, სადაც ფოტოა. მეცხვარეც ვნახე დიდი ფარით, მაგრამ ასეთი აეროდრომი კეპი არ ეხურა.

მარტინა ფრანკი. 1972 წელი


ჭეშმარიტი ქართული ქეიფი.



რაღაც ზეიმი. კახეთს ჰგავს.

იოზეფ კუდელკა 1997-1999 წლები.







აჭარა, ბათუმი.





თბილისობა

იან ბერი 1993 წელი.

1993 წელი. ველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიტუაცია. ეჰ .......

პატრიკ ზაჰმანი 1989 წელი.

ასე იწყებოდა ყველაფერი.

რობერტ კაპა. წელი უცნობია.

ეკლესიის მსახური.

ტომას დვორჟაკი 1993-2003 წლები.

გურჯაანელები მიარბენინებენ სტალინის თავს. სად? გაურკვეველია.


ზეიმია. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 50 წლისთავს აღნიშნავენ.


ესენი განძს ეძებენ.
არსებობს თქმულება, რომ ვიღაცას, თბილისში, სტალინის ყველაზე დიდი ძეგლი ტრამვაების პარკის ეზოში დაუმარხავს.


თურმე ლაღიძეში ალკოჰოლური სასმელებიც ჰქონიათ : )


თქვენ, დემოკრატია ლობიოს ჭამა ხომ არ გგონიათ?


პანკისის ხეობაში მხცოვრები ჩეჩენი ლტოლვილების საპროტესტო აქცია, რუსეთის წინაარმდეგ.


კრიმინალების საწინააღმდეგო სპეცოპერაცია. კახეთი.


ზურაბ ჟვანია.


რევოლუცია მწიფდება. 2003 წელი.





წითელი ხიდი. შავიბაზრობა.


უცნობი ხალხის, კარგი ფოტო.


აფხაზეთი. 1993 წელი ......


სამხედრო აღლუმი. 1995 წელი.


თბილისის არასრულოვანთა კოლონია.


თბილისი. 1994 წელი. დაღუპული პოლიციის თანამშრომლის დასაფლავება.


ქალი ლეგენდა ნინო რამიშვილი.


პანკისის ხეობა. სოფელი დუისი. 2000 წელი.

იონას ბენდიქსენი (ყველაზე ახალგაზრდა მაგნუმელი) 2005 წელი.

ავტორის კომენტარი: "My passport with the visa for Abkhazia, a country that in many ways does not exist."

ეს ფოტო, კომპიუტერული Action თამაშიდან ამოღებულ კადრს ჰგავს.


სოხუმის სანაპირო.


ბევრი ცუდი მოსაგონარი ექნება


შავი ზღვა. მზის ჩასვლა.


ზუგდიდი. ეს კაცი აკვირდება მზის დაბნელებას.

ჯონ ვინკი 1999 - 2000 წლები.

უშგულობა.


უშგულში რა უნდა აკეთო ზამთარში? დააყენო სატელიტური ანტენა და უყურო ტელევიზორს!


ლტოლვილი აფხაზეთიდან.


საპარიკმახერო.


გზა პანკისის ხეობისკენ.
ლამაზია, თან ზამთარია.




ინგე მორატი 1967 წელი.




კახეთი. ყურძნის ფესტივალი. მოხუცი კაცი ეკლესიას უვლის გარშემო და კოცნის ყველა კუთხეს.


კახეთი, ალავერდი. ფოტოგრაფი იღებს მამაკაცთა ანსამბლს.

გიორგი პინკხაასოვი 1982-1985 წლები.



თბილისი, აბანო.


თბილისი.


საპარიკმახერო. ინტერიერს ალამაზებს ფრანგი მსახიობი ფერნანდელი.
ერიხ ლესინგი, წლები უცნობია.


слава к.п.с.с.


სამკერვალო სალონი.
კარლ დე კეიზერი 1988-1989 წლები.
აბანო.


ფილმის გადაღება. საინტერესოა რომლის?



კვლევითი ცენტრი. პროფესორი გურამ გვასალია.


კეთილი ქალბატონი ხოცავს ბაქტერიებს.